Tuesday, January 22, 2013
გიორგი ლორია
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია სოციალური ქსელების გმირი ესპანეთთან(მსოფლიო და ორჯერ ზედიზედ ევროპის ჩემპიონთან) გამართული თამაშის მსვლელობისთანავე გახდა. მატჩის მიმდინარეობისას, სხვადასხვა FB-გვერდი თუ პიროვნება ტვირთავდა მის ფოტოს და უწოდებდა საუკეთესო ფეხბურთელს. მას შემდეგ კი, რაც ლორია მიღებული ტრავმის გამო, მოედნიდან გაიყვანეს, მისმა ქება-დიდებამ ყველა პოსტი გადაფარა, ხოლო მისი სახელობის” ”ფეიჯებმა” ყველა რეკორდი მოხსნა. გიორგი ლორიას ძებნისას, ”ფეისბუქი” მომხმარებელს 50-ზე გვერდს სთავაზობს. მათ შორის, ”გიორგი ლორია წმინდანად”, ”გიორგი ლორია პრეზიდენტად”, ””გიორგი ლორია, საქართველოს უყვარხარ”, გიორგი ლორია, უძლიერესი მეკარე”, ””გიორგი ლორია, მეამაყები”, ”გიორგი ლორია, ჩვენი გმირი”, ””გიორგი ლორია - საქართველოს გმირი”, ”ჩვენ გვეამაყება ლორია”, და სხვ. ნახევარი საათის წინ კი, გვერდმა - Fix yOu :* : ) საკუთარ კედელზე განათავსა გიორგი ლორიას ფოტო და მისთვის მიძღვნილი ლექსი, რომელიც უკვე 250-ზე მეტმა იუზერმა გაიზიარა, თუმცა, კომენტატორების უმეტესობა, ლექსის ავტორს აკრიტიკებს. ”ახალი ღმერთი”, ”პრეზიდენტად მეტისმეტი ხომ არაა?”, ”ხიზანას რას ვუშვებით?”, ”ქეცბაია - პრემიერ-მინისტრად”, ”რაებს ბოდავენ... და ტკივილისგან შეწუხებული ადამიანის ფოტოს საყოველთაო გაზიარება რა ჯანდაბაა!”, ”ვაიმეე, ცრემლები წამომივიდა (( ♥ ”, ”ყველაზე ყველაზეეე მაგარი მეკარე!”, ”თუ წერ, ნორმალური დაწერე რა”, ”მუზა ეწვია ეტყობა ანთებულ გულზე :დ”, ”♥ მე ის მეამაყება ! ნამდვილად გმირიაა.. ♥”, ”უძლიერესიაა... ♥”, ”ვაი, შენს პატრონს, პოეტო” - წერენ ვებმომხმარებლები.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment